თერაპევტთა ასოციაცია

თერაპევტთა ასოციაცია საქართველოსი, ჩამოყალიბდა 2003 თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს "ზოგადთერაპიული კლინიკის" და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის მედიცინის ფაკ-ტის შინაგან დაავადებათა კათედრის ბაზაზე. ასოციაციის პრეზიდენტია დ. გორდელაძე. თ. ა. მონაწილეობს ექიმთა უწყვეტი სამედ. განათლების და პროფ. განვითარების პროცესში საერთაშ. სამეცნ. ყრილობებსა და კონფერენციებში. თავისი როლი შეასრულა პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოში შინაგან დაავადებათა სპეციალობის შენარჩუნების, თერაპევტთა როლისა და ფუნქციების გამოკვეთის საკითხში.თ. ა. მონაწილეობს საკანონმდებლო და საექსპერტო საქმიანობაში, თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან, საქართვ. სამედ. ასოციაციების გაერთიანებასთან და სხვ. მისი ინიციატივით 2004-იდან ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის იურიდ. ფაკულტეტზე სასწ. პროგრამაში შეიტანეს "სამედიცინო სამართლის" კურსი.

თ. ა. აქტიურად არის ჩართული საზ. საქმიანობაში მოსახლეობის საქველმოქმედო სამედ. შემოწმებებში, ჯანდაცვის სტრატეგიის მიმართულებების და სამედ. განათლების საკითხების განხილვასა და განსაზღვრაში.

დ. გორდელაძე