თერაპია

თერაპია (ბერძნ. therapeia –მკურნალობა), მედიცინის დარგი, რ-იც შეისწავლის შინაგანი დაავადებების მიზეზებს (ეტიოლოგია), განვითარების მექანიზმს (პათოგენეზი), კლინიკურ გამოვლინებას (სიმპტომატოლოგია), დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.

თ-ში გამოიყოფა შემდეგი სპეციალობები: კარდიოლოგია, პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია და სხვ.

იხ. აგრეთვე სტ. შინაგანი მედიცინა.