„თერნალი-ჩაი“

„თერნალი-ჩაი“ (შპს), ჩაის ფაბრიკა სოფ. თერნალში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი). აშენდა 1941 წყალტუბოს N1 ჩაის ფ-კის სახელწოდებით. გამოიმუშავებდა შავი ბაიხაოს ჩაის. ფ-კის სიმძლავრე იყო 85,2 ტ ჩაის ნედლეულის გადამუშავება დღე-ღამეში (1985). პროდუქცია იგზავნებოდა მოკავშირე რესპუბლიკებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

2007 ფ-კის პრივატიზაციის შემდეგ, ჩამოყალიბდა შპს „თ.-ჩ." იმავე წელს განხორციელდა ჩაის ფ-კის ტექ. გადაიარაღება. საწარმოს სიმძლავრეა 8–10 ტ მწვანე და ამდენივე შავი ბაიხაოს ელიტური ჩაის წარმოება-დაფასოება წელიწადში (2016). საწარმო მთლიანად მარაგდება ადგილობრივი ნედლეულით (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან).

წარმოებული პროდუქციის ძირითადი სახეებია: დაფასოებული მწვანე და შავი ბაიხაოს ელიტური ჩაი, აგრეთვე მწვანე და შავი ერთჯერადი ჩაი. პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში. საწარმოს მიერ გამოშვებულ პროდუქციას მიღებული აქვს საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა ჯილდო (2008, 2010, 2011).

ლ. აბრამიშვილი