გოგლიძე ვასილ (ვლასი) მიხეილის ძე

გოგლიძე ვასილ (ვლასი) მიხეილის ძე (8. III. 1927, სოფ. კომანდელი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 27. VIII. 2005, თბილისი), ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1978). საქართვ. საინჟინრო და გარემოს დაცვის აკადემიების წევრი.

1949 დაამთავრა ინდუსტრიული ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი, საავტომობილო გზების სპეციალობით. 1953–56 მუშაობდა მოსკოვის საავტომობილო გზების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1961-იდან ეწეოდა პედ. საქმიანობას საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტზე. 1964–2001 იყო საავტომობილო გზებისა და აეროდრომების კათედრის გამგე. 2001 აირჩიეს მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინ-ტის საპატიო პროფესორად.

გ-ის სამეცნ. კვლევები ეხება მეტროპოლიტენების, ხიდებისა და სატრანსპ. გვირაბების დაპროექტებასა და მშენებლობას.

ავტორია 10-მდე სახელმძღვანელოსი და 30-მდე გამოგონებისა.

თხზ.: ბეტონი საგზაო მშენებლობაში, თბ., 1962.