თვრინი

თვრინი, სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლდეეთის თემში (იმერეთის რეგიონი), მდ. ფუთურასღელის (ყვირილის მარცხ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 300 მ, ზესტაფონიდან 5 კმ. 589 მცხ. (2014).

თ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს-ში, სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე-დარბაზი გალავნითა და საცხოვრ. ნაგებობებით. XIX ს. ქვის ეკლესია.

თ. ბერაძე