თითა, სასუფრე ყურძნის ჯიში. გავრცელებულია საქართვ. სხვადასხვა რ-ნში. განსაკუთრებით ცნობილია „ქართლური თითა", რ-იც შიდა ქართლსა და მესხეთში მოჰყავთ. ფოთოლი კვერცხისმაგვარი ფორმისაა, ძლიერ დანაკვთული, მარცვალი გრძელია, თითისებრი მოყვანილობის (აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც), ფერად მომწვანო-მოყვითალოა, მოტკბო-მომჟავო გემო და სუსტი არომატი აქვს. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა. შაქრიანობა – 18,4–19,8%; მჟავიანობა – 5,3–6,0 გ/დმ³. მტევნის საშ. მასა 151 გ (მაქს. – 400 გ). მოსავალი ჰექტარზე 75–80 ც აღწევს. პერსპექტიულია მესხეთისთვისაც.
რ. რამიშვილი