თითი

თითი, სიგრძის საზომი უძველესი ერთეული, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და მცირედ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. საქართველოში მიჩნეული იყო 2,1 სმ ტოლად. ნახსენებია დაბადების (ბიბლია) ქართულ თარგმანში. საზომად ხშირად მოიხსენიება სამედ. ხასიათის ნაშრომებში. იხმარებოდა XVIII ს. ჩათვლით.

გ. ჯაფარიძე