თიკვი

თიკვი, ფერადი ქსოვილის არასიმეტრიული ნაკუწებითა და ზონრებით შემკობილი შესამოსელი ან საფენი. ზოგჯერ ეს ნაკუწები ერთმანეთზეა გადაკერებული, ზოგჯერ კი რაიმე ნეიტრალურ ფონზე არის დაკერებული. თ-ის დამზადების ხერხების აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინები: ზიკი და ნაფთულა. თ-ის ტექ. გამოყენებით ქართვ. მთიულები ამზადებდნენ მამაკაცის საშუბლეს (ოფლისაგან დასაცავად), ტრად. სამოსის ნაწილებს, საბნებს, საფენ-საღამურებს, კედლის საფრებს. თ-ებს იყენებდნენ ჩითების კერვისას, ტანსაცმლის ნაკერის დასაფარავად და სხვ.

ლიტ.: აზიკური ნ., თიკვი და ნაფთულა ქართულ ხალხურ ქსოვილსა და შესამოსელზე, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 2004, ტ. 26.

ე. ნადირაძე