თიხრევი

თიხრევი, ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, ფრონის ხეობაში. თ. პირველად იხსენიება 1634 წ. 23 ოქტ. საბუთში: „გარდაწყვეტილობის წიგნი როსტომ მეფისა დავით და რამაზ დავითაშვილების მამულის გაყრის საქმეზე" ღვერთესთან, აბანოსთან, სატივესთან, წაბლოვანასა და სტკოცასთან ერთად. გვიანდ. შუა საუკუნეების ტერიტ. დაყოფით თ. ქართლის სამეფოს IV სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა.

წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 4, თბ., 1972.

ზ. ცინცაძე