თოდოსაკი

თოდოსაკი, თოდოსა, ოსტატი. მოხსენიებულია ატენის სიონის (VII ს.) სამხრ. ფასადის აღმ. ნიშში მთავრული შრიფტით შესრულებულ სომხ. წარწერაში: „მე თოდოსაკი მშენებელი ამ წმინდა ტაძრისა". უკანასკნელი გამოკვლევის მიხედვით (გ. აბრამიშვილი) თ. ტაძრის რესტავრატორად (X ს.) არის მიჩნეული.

ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Памятники типа „Джвари". Исследование по истории грузинского искусства, Тб. 1948.