თოთი, კლდოვანი მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე, სიმაღლე 3954 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა ტვიბერისა და ლეხზირის მყინვარებიდან (მდ. მულხრის აუზი). თ-ზე პირველად ავიდნენ 1933 მთამსვლელები: ალექსანდრე ჯაფარიძე (ხელმძღვანელი), ალექსანდრა ჯაფარიძე, ი. მარი, ბ. გინცენბერგი და სხვ.
მ. უთმელიძე