თოლენჯი

თოლენჯი, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმონიანთხევის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ერწოს ქვაბულის ჩრდ. ნაწილში. ზ. დ. 1120 მ თიანეთიდან 29 კმ. 208 მცხ. (2014).

შემორჩენილია მარიამწმინდის ეკლესიის, ლომისის, კვირიასა და ადგილისდედის ხატების ნანგრევები. ძვ. ნასახლარები განლაგებულია სოფლის ზემოთ, ქედის გაყოლებაზე.

ლიტ.: რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1978, N1; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ. 2], თბ., 2008.

ბ. ჯორბენაძე