თოლენჯის განძი, V–VI სს. სასანური ვერცხლის მონეტების (71 ც.) განძი. 1923 აღმოჩნდა სოფ. თოლენჯში (თიანეთის მუნიციპალიტეტი). შეიცავს ფეროზის (459–486; – 2 ც.), ვალარშის (484–488; – 1 ც.), ხოსრო I-ის (531–579; – 6 ც.) სახელით სპარსეთის სხვადასხვა ზარაფხანაში (სტაჰრი, აჰურამაზდ-არტაშირანი, ისპაანი, ნიშაბური, დინავარი, რეი, ამოლი, ბალხი, გუნდი-შაპური, არდაშირ-ხვარე, ფირუზკერტი, ჯორჯანი, მერვი, გერათი, სუზი, არმენია) მოჭრილ დრაქმებს. თ. გ. ჩამარხული უნდა იყოს VI ს-ში. ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.
ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009.