თოუმიში, თუმუში, მდინარე დას. საქართველოში ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 25 კმ აუზის ფართ. 62 კმ². სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრ. მთისწინეთში, 450 მ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფ. ნაოჩთან. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზამთარში. წყალმცირეა აგვ.-სექტ-ში. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან 1,64 მ³/წმ.
ი. აფხაზავა