თოხთა, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ცხრაძმის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ცხრაძმულის (ქსნის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1520 მ ახალგორიდან 25 კმ. 13 მცხ. (2002).
თ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV ს-ში. თ-ის აღმ-ით დგას ადრინდ. ფეოდ. ხანის ეკლესია „ქაშვეთი". სოფლის მახლობლადაა ე. წ. თ-ის სამიმოსვლო გადასასვლელი, რ-იც ქსნისა და არაგვის ხეობების დამაკავშირებელია.
თ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.