„თოხნური“

„თოხნური“, უძველესი ქართული ხალხური მრავალხმიანი შრომის სიმღერა. მღერიან თოხნის დროს. ჩვენამდე მოღწეული თ. ორ, სამ და ოთხხმიანია. ასრულებენ მამაკაცები, ზოგჯერ – ორი გუნდი ერთიმეორის შენაცვლებით. ორ და სამხმიანი თ. გვხვდება აღმ. საქართველოში ოთხხმიანი (ნადურის ან ყანურის სახელწოდებით) – გურიასა და აჭარაში. მეტრის, რიტმისა და კილოს მხრივ მრავალფეროვანია; ხშირად ერთ თ-შიც შეინიშნება მეტრისა და კილოს მონაცვლეობა. პოეტური ტექსტი იმპროვიზებულია, დამოკიდებულია სიმღერის დამწყებზე. თ. მხნე და ხალისიანი სიმღერაა, მთავრდება უნისონსა და კვინტაზე, იშვიათად – კვარტაზე.

ლიტ.: ახობაძე ვლ., ქართული (აჭარული) ხალხური სიმღერები, თბ., 1961; მამალაძე თ., შრომის სიმღერები კახეთში, თბ., 1963.

გ. ჩხიკვაძე