თუთბერიძე ალექსანდრე ილიას ძე (დ. 12. III. 1934, თბილისი), მეტალურგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (2004). 1958 დაამთავრა სპი-ის მეტალურგიის ფაკ-ტი. 1958-იდან მუშაობს ფ. თავაძის სახ. მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტში, ლითონთა წნევით დამუშავების ლაბორატორიაში. 1989–2006 ხელმძღვანელობდა ამავე ლაბორატორიას. პარალელურად (1988–2002) პედ. საქმიანობას ეწეოდა სპი-ის ლითონების წნევით დამუშავების კათედრაზე. 2010-იდან მეტალურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელია.
თ-ის სამეცნ. კვლევის მიმართულებაა ლითონების წნევით დამუშავება, მილების გლინვის პროცესების თეორიისა და ტექნოლ. რეჟიმების კვლევა-დამუშავება. გამოცემული აქვს დამხმარე სახელმძღვანელოები საქართვ. ტექ. უნ-ტის მეტალურგიული ფაკ-ტის სტუდენტებისათვის.