თუმანი, ფულის ერთეული. 1. მონღოლურად 10000-ს ნიშნავდა და 10000 დინარს უდრიდა. XVII ს. დასაწყ. თ. 10 მინალთუნს შეიცავდა. მინალთუნი კი 5 აბაზს უდრიდა და 1000-ით აღინიშნებოდა. ქართ. თ. შეიცავდა 10000 ნახევარდრაქმიან სპილენძს. რიცხობრივი შემადგენლობით ქართ. თ. მონღოლურისგან არ განსხვავდებოდა, მაგრამ მონღ. თ-ის ძირითადი ერთეული იყო ოქროს დინარი, ქართ. თ-ისა კი – ნახევარდრაქმიანი სპილენძი. 2. XVIII–XIX სს. ირან. ოქროს მონეტის სახელწოდება. უდრიდა 3 მან. (3 მინალთუნი). 3. თ. შემდგომში ათი მანეთის აღმნიშვნელად იხმარებოდა.
ლიტ.: ჯავახიშვილიივ., ქართული საფას-საზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9, თბ., 1996).
ი. ჯალაღანია