თურმანიძე ზაზა ანდრიას ძე

ზ. თურმანიძე

თურმანიძე ზაზა ანდრიას ძე (დ. 1. IV. 1965, სოფ. მახათაური, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი). სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1989), საქართვ. დამს. მწვრთნელი. დაამთავრა საქართვ. აგრ. უნ-ტი (1988). მსოფლიოს თასის მფლობელი (1989), ევრ. ჩემპიონი (1987), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1994); სსრკ-ის ჩემპიონი (1990), მეორე (1986) და მესამე (1989) პრიზიორი; სსრკ-ის ხალხთა IX სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1986), საქართვ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1992–2013).

ღირსებისა (2000) და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.