თურმანიძე-აბზიანიძე ქეთევან ვლადიმერის ასული

თურმანიძე-აბზიანიძე ქეთევან ვლადიმერის ასული (21. V. 1898, ხაშური, – 20. XI. 1999, თბილისი), სახალხო მკურნალი, „აქიმ თურმანიძეთა" მრავალსაუკუნოვანი გვარის სახელოვანი მემკვიდრე; კომპანია თურმანიძის დამფუძნებელი.

თურმანიძეთა საგვარეულო საიდუმლოებას ბიძამ, აღიარებულმა სახ. მკურნალმა – მალაქია თურმანიძემ (1860–1942) აზიარა: ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თურმანიძეთა საგვარეულო მალამოს რეცეპტი და დამზადების წესი ქალს გაანდეს.

1998 თ.-ა-ს 100 წლის იუბილეზე პირველს გადაეცა საზ-ბა „თეთრი მანდილის" მიერ დაწესებული ჯილდო „თეთრი კამეა", ხოლო იმავე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ხალხ. მედ. განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.