თურქესტანიშვილი ბაადურ (ბორის)

თურქესტანიშვილი ბაადურ (ბორის), XVIII ს. I ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. მონაწილეობდა ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ს შორის გამართულ მოლაპარაკებაში. 1724 თავის ნათესავებთან ერთად რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: პაიჭაძე გ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XVIII ს. პირველი მეოთხედი), თბ., 1960.