თურქისტანიშვილი დავით

თურქისტანიშვილი დავით, XVII ს. II ნახევრისა და XVIII ს. დასაწყისის მწიგნობარი, პოლიტიკური მოღვაწე. გიორგი XI-მ თ. გაგზავნა მოსკოვში არჩილ II-თან. გზად დაღესტანში დაატყვევეს. ტყვეობაში შამხალმა დაიახლოვა და ერთხანს თავისთან დაიტოვა. საქართველოში დაბრუნებული თ. არჩილმა ყირიმის ხონთქართან გაგზავნა დახმარების საძიებლად, შემდეგ კი თან იახლა რუსეთში. 1799-იდან მოღვაწეობდა მოსკოვში, არჩილის კარზე, რ-იც ქართ. კულტ. კერად იქცა. შეადგინა არჩილის თხზულებათა კრებ. „არჩილიანი" (რუს. მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის სანქტ-პეტერბურგის ფილიალი ხელნ. №22 და S–424).

წყარო: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958.

გ. იმედაშვილი