თურჩუს მღვიმე, კარსტული მღვიმე თურჩუს ქვაბულის ჩრდ.-აღმოსავლეთ ნაწილში. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. სიღრუის სიგრძე 10 მ-მდეა, შესასვლელის სიგანე – 5,6 მ სიმაღლე – 0,8–1,0 მ ფსკერის ფართ. – 20 მ² საერთო მოცულობა – 40 მ³. მღვიმე აღმოჩენილი და გამოკვლეულია ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის სპელეოექსპედიციის (შ. ყიფიანი) მიერ 1959.
ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.