თხინა

თხინა, სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), კოდორის ქედის სამხრ. კალთის ძირას, მდ. მოქვის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: თ., აბააჟვახუ, ახივაა). ზ. დ. 130 მ ოჩამჩირიდან 25 კმ.

სოფლის მახლობლად არის თხინის, თიხის და ხის ღარისთავის კარსტული მღვიმეები. სამივე მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. თხინისა და ხის ღარისთავის მღვიმეები გამოირჩევა უხვი ნაღვენთი წარმონაქმნებით.

თ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.