გოგოლი ავთანდილ აკაკის ძე (23. IV. 1922, თბილისი, – 8. XII. 2003, იქვე), ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1991), საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ჰიგიენისტი (1985). 1942 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სტომატოლოგიური ინტი, 1951 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1947-იდან მუშაობდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში, 1969-იდან იყო ამავე ინ-ტის გარემოს დაცვის ჰიგიენის განყ-ბის გამგე, 1995–2001 – საქართვ. პროფილაქტ. მედ. და ადამიანის ეკოლ. მეცნ. აკადემიის პრეზიდენტი. იკვლევდა წყლის ჰიგიენის, წყალსატევების სანიტ. დაცვისა და მოსახლეობაზე მათი გავლენის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).
თხზ.: საქართველოს სსრ ნიადაგქვეშა წყლების, წყალმომარაგების პირობების ჰიგიენური შეფასება და წყლის ფაქტორის როლი მოსახლეობის ინფექციურ და არაინფექციურ ავადობაში, თბ., 1974.