იაღუფლო

იაღუფლო, სოფელი დმანისის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დმანისის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), დმანისის პლატოზე. ზ. დ. 1360 მ, დმანისიდან 3 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 25 კმ. 478 მცხ. (2014).

სოფელში მდებარეობს ფეოდ. ხანის ნამოსახლარი, სამაროვანი და ეკლესია (ამჟამად მცი­რე ნაშთია შემორჩენილი).

აქვე აღმოჩნდა ვარდისფერი მთლიანი ტუფისგან დამზადებული V–VIII სს. სარკოფაგი. სახურავზე შიდა მხრიდან ამოკვეთილია ტოლმკლავა ბოლნური ჯვარი.

მ. კოპალიანი