იახსარი, წარმართული ღვთაება ფშავ-ხევსურეთში. მისი კულტი გავრცელებული იყო აგრეთვე თუშეთში მთიულეთ-გუდამაყარში ერწო-თიანეთში. ი-ის ხატი ქისტაურთა თემის მთავარ სალოცავად ითვლებოდა. საკულტო ცენტრი იყო ფშავში (სოფ. შუაფხო). ხშირად მოიხსენიება მითებსა და თქმულებებში ლექსებსა და ბალადებში და სას. ტექსტებში. სხვა ღვთისშვილებისაგან განსხვავებით ი. ზეციურ მოციქულად ითვლებოდა რ-იც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოდგებოდა. ხალხური რწმენა-წარმოდგენით მას მიეწერებოდა ფშავ-ხევსურეთში ავსულებთან (დევები ქაჯები ეშმაკები) შეურიგებელი ბრძოლა საკუთარი საყმოს წევრებისა და მისი მავედრებელი უცხო მლოცველების მფარველობა. ი-ის დროშით ხევისბერები ცდილობდნენ სულით ავადმყოფისაგან ბოროტი ძალის განდევნას არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილის (ზვავში დაღუპული მეხდაცემული წყალში დამხრჩვალი) „სულის გამოხსნას" და ა. შ.
ყოველ წელს შუაფხოში ლაშარობის კვირაში (პეტრე-პავლობის მომდევნო ორშაბათი) ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს იახსრობა აღინიშნება. ამ დღესასწაულზე ი-სთვის ტრადიციული ძღვენი ქადა და სანთელია.
ლიტ.: ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. I – ფშავი, თბ., 1974; ოჩიაური თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967; ქართული ფოლკლორის ლექსიკონი, [წგ.] 1, თბ., 1974 (ქართული ფოლკლორი, IV); შანიძე ა., ქართული ხალხური პოეზია, [ტ.] 1 – ხევსურული, ტფ., 1931.
თ. ოჩიაური