„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“

„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, არნ. ­ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ­ინსტიტუტის სა­მეცნიერო ორგანო. გამოდის 1946-იდან. გამოცემულია 44 ტომი (2016). 2008-იდან მთ. რედ. ვ. შენგელია.

იბეჭდება (ქართ. და უცხ. ენებზე) როგორც აღწე­რითი, ისე ისტ.-შე­და­რე­ბითი ხასიათის წერილები თანამედროვე ზო­გადი ენათმეცნიერების, ქართველური და მთის იბერიულ-კავკ. (აფხ.-ადიღ., ნახური, დაღესტნური) ენების ფონეტიკის, გრამატ. სტრუქტურის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის საკი­თხებზე; ქვეყნდება დიალექტოლოგიური სახის ტექსტები და ლექსიკური მასალა. „ი.-კ. ე-ში" წარ­მო­დგენი­ლია აღნიშნულ ენათა ტიპოლ. კონტაქტის საკითხები სხვა წარმომავლობის ენებთან. იბეჭდება იბე­რიულ-კავკ. ენათა სფე­რო­ში გამოცემულ შრომათა რეცენზიები, საენათმეცნიერო ცხოვრების ამსახველი ქრონიკები.

გ. ბურჭულაძე