გოგორიშვილი დავით (დაუთბეგ)

გოგორიშვილი დავით (დაუთბეგ) (გ. 1626), სამცხის ფეოდალი, გიორგი სააკაძის მომხრე; მასთან ერთად მონაწილეობდა ბაზალეთის ბრძოლაში, რადგანაც სააკაძეს არ უნდოდა პირადად ჩარეულიყო ძმათა შორის სისხლისმღვრელ ომში, გ-მა ჩაიცვა მისი კურტაკი (სამხედრო სამოსი), შეჯდა მისსავე ცხენზე და სააკაძის სახელით ბრძოლის ველზე შეიჭრა. მან არევ-დარევა შეიტანა მოწინააღმდეგის რაზმში, მაგრამ ზურაბ არაგვის ერისთავთან ორთაბრძოლის დროს თვითონაც დაიღუპა.

ლიტ.: ა რ ჩ ი ლ ი, თხზ. სრული კრებული, ტ. 1. არჩილიანი, ტფ., 1936; ჯ ა მ ბ უ რ ი ა გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964.

გ. ჯამბურია