იგავ-არაკი, მცირე ფორმის ლექსი ან მოთხრობა, რ-შიც ამბავი გადმოცემულია ნართაულად, ალეგორიებით. ი.-ა-ში, ადამიანების გარდა, მოქმედებენ ცხოველები, მცენარეები. თხრობის დასასრულს ავტორი მკითხველს სთავაზობს რჩევა-დარიგებას ყოფითს ან ზნეობის საკითხებზე.
ი.-ა. ცნობილია უძველესი დროიდან. საყოველთაოდ აღიარებულია ესოპეს (საბერძნეთი, ძვ. წ. VI ს.), ფედრუსის (რომი, ძვ. წ. VI ს.), ჟ. ლაფონტენის (საფრანგეთი, XVII ს.),გ. ე. ლესინგის (გერმანია, XVIII ს.), ი. კრილოვის (რუსეთი, XIX ს.) ი.-ა-ები, აგრეთვე ინდ. კრებული „პანჩატანტრა" (III–IV სს.), რ-იც საქართველოში ცნობილია სპარს. გზით შემოსული „ქილილა და დამანას" სახელწოდებით. თანამედროვე ლიტ-რაში პოპულარობა მოიპოვა აგრეთვე ამერ. მწერლის ჯ. თერბერის „სადღეისო იგავ-არაკებმა".
ქართ. მწერლობაში ი.-ა. ძველთაგანვე დამკვიდრდა. გვაქვს როგორც ორიგინალური, ისე ნათარგმნი ი.-ა-ები. მას ხშირად იყენებდნენ შოთა რუსთაველი, დ. გურამიშვილი, ვახტანგ VI, ა. წერეთელი. იგავ-არაკული თხრობის უბადლო ნიმუშია ს.-ს. ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა".
გ. გაჩეჩილაძე