იგოეთი

იგოეთი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ოკამის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. ლეხურის ნაპირზე, ნატახტარ-ხაშურის საავტ. გზაზე. ზ. დ. 670 მ კასპიდან 9 კმ. 559 მცხ. (2014).

სოფლის მიდამოებში მოპოვებული არქეოლ. მასალით დასტურდება, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. XV ს-ში ი. შედიოდა საამილახვროს შემადგენლობაში, 1865 ი-ში ცხოვრობდა 9 კომლი და გორის უბნის სამთავროს სახ. საბჭოს ეკუთვნოდა. 1930 ი. შედიოდა კასპის რ-ნის ქვემო ჭალის სას. საბჭოში და ცხოვრობდა 227 სული მოსახლე. სოფლის ასმხრ.-აღმ-ით დგას განვითარებული ფეოდალური ხანის „წითელი საყდრი, რ-საც წმ. გიორგის უწოდებენ. 1983 ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია მის მახლობლად გამართული ყოფილა საბჟო.

სოფლის სამხრ.-დას-ით, სასაფლა­ოსთან დგას ადრინდ. შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია, რ-ის სიახლოვეს ამავე პერიოდის წმ. გიორგის ეკლესიაა.

ლიტ.: მაკალათია ს., ლეხურის ხეობა, თბ., 1964; სასაქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.]5, თბ., 1930.

ჯ. გვასალია