იეგერი (Jager) (XIX ს. I ნახ.), გერმანელი ნატურალისტი – ენტომოლოგი.
1825 იმოგზაურა ყირიმსა და კავკასიაში. ამ მოგზაურობის აღწერა გამოსცა 2 წიგნად (1825, 1827). იყო თბილისში, საიდანაც გაემგზავრა კახეთში (თელავი, შილდა, სიღნაღი და სხვ.). ი-მა დაწვრილებით აღწერა თბილისი, გაევროპელების გზაზე დამდგარი ქართ. საზ-ბა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ნაშრომის დამატება, რ-იც მთავრდება კავკასიისა და საქართველოს (განსაკუთრებით კახეთის) ფიზ.-გეოგრ. ნარკვევით: მიმოხილულია მეურნეობის ცალკეული დარგები: მებამბეობა, მევენახეობა, ღვინის დაყენების ტექნოლოგია და სამკურნ. მცენარეულობა, მეაბრეშუმეობა, მეცხოველეობა, მეთევზეობა, ვაჭრობა, სამიმოსვლო გზები, ზღვაოსნობა და სხვ. აბრეშუმის შესახებ თავში ჩართულია დოკუმენტი – თბილისში უცხოელი მეაბრეშუმეების ჩანაწერები (კასტელი და დიდლო) მეაბრეშუმეობაში ევრ. ხერხის შემოღების შესახებ (თითქმის ყველა თავი მთავრდება მოცემულ რაიონში ნაპოვნი მწერების სიით).
ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800–1830 гг. Тб. 1946.
ც. ყიფიანი