იედლიჩკა იარომირ

იედლიჩკა (Iedlička) იარომირ (9. X. 1901, პრაღა, – 1. VIII. 1965, იქვე), ჩეხი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, მთარგმნელი.

დაამთავრა პრაღის უნ-ტის ინგლ. და სლავური ფილოლ. განყ-ბა. ასწავლიდა ქართ. ენას თავდაპირველად პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში (1946–48), შემდეგ – პრაღის უნ-ტში (1953–61).

ჩეხურ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი" (1958 გამოაქვეყნა პოემის პროზაული, ხოლო შემდეგ პოეტური თარგმანი), ს.-ს. ორბელიანის, დ. გურამიშვილის, დ. ჭონქაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ლ. ქიაჩელის, გ. ლეონიძის თხზულებანი, ქართ. ხალხ. ზღაპრები და სხვ.

ი. იკვლევდა ძვ. და თანამედროვე ქართ. ენას. გამოქვეყნებული აქვს წერილები ქართ. ენის მორფოლ. საკითხებზე („ძველი ქართული ენის სტრუქტურა", 1961; „სიტყვაწარმოება და ბრუნება ძველ ქართულში", 1963 და სხვ.), ავტორია მრავალი წერილისა ქართვ. ენათმეცნიერებათა ნაშრომებზე, ქართ. ენის განმარტებით ლექსიკონზე, საქართველოში ძვ. ქართ. ენის, აგრეთვე აფხ. ენის შესწავლის მდგომარეობის შესახებ;. აქვეყნებდა რეცენზიებს უცხოელი კავკასიოლოგების ნაშრომებზე.

თხზ.: ჩეხური ენა. ჩეხური ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის, თბ., 1972.

ლიტ.: ბარამიძე ა., იარომირ იედლიჩკა საქართველოში, „ლიტერატურული გაზეთი", 1957, 28. VI; ლეონიძე გ., მეგრელიძე ი., ქართული კულტურის მეგობარი, „კომუნისტი" 1965, 18 აგვ., მეგრელიძე ი., ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრები. იარომირ იედლიჩკა, „სამშობლო", 1970, 14 აგვ., Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie, v. 21–22, P., 1966.

იარომირ იედლიჩკა საქართველოს შესახებ

https://www.youtube.com/watch?v=BmVBqWOUmME&list=PLue6znsWBAfdUX4MSh1O4SH3xSo-2Brix&index=138

 

ი. მეგრელიძე