ივანბა ვიქტორ ელიზბარის ძე (დ. 28. VIII. 1938, ოჩამჩირე), აფხაზი მოქანდაკე. საქართველოს დამს. მხატვარი (1967).
სწავლობდა სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში (1956–59), შემდეგ თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1959–65). გამოფენებში მონაწილეობს 1961-იდან, კერძოდ აფხაზეთის მხატვართა (1961), ამიერკავკასიის მხატვართა (თბილისი, 1971) გამოფენებში.
ძირითადი ნამუშევრები: „ბედნიერება" (1961), „ს. ჭანბას პორტრეტი" (1961), „დაჭრილი ნუკრი" (1962–63), „ოცნება" (1963), „მამაკაცის პორტრეტი (1965), „მგზავრული" (1967), „მოსავალი" (1969), „კოცნა" (1970), „ქალიშვილის პორტრეტი (1971), ც. ბჟანის ბიუსტი (ოჩამჩირე, 1964), ლენინის ძეგლი (გუდაუთა, 1966), „სამშობლოსათვის დაღუპულთა მემორიალი" – ბ. ღოღობერიძესთან ერთად (სოხუმი, 1968), "კავკასიის დამცველები" ბ. ღოღობერიძესთან ერთად (გაგრა, 1987).
პროექტები: მონუმ.-დეკორატიული კომპოზიციები „აფსირტი ოქროს ვერძთან ერთად" (კურორტი ბიჭვინთა, 1971), დ. გულიას ძეგლი (თბილისი, 1971–74). მისი ნამუშევრები დაცულია დ. გულიას სახლ-მუზეუმში, სოხუმში, სოხუმის სამხატვრო გალერეაში. მუშაობდა სოხუმის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგად (1965–67).