ივანე III (22. I. 1440 – 27.X. 1505, მოსკოვი), მოსკოვის დიდი მთავარი 1462-იდან. მის დროს დასრულდა რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა. 1480 მან ბოლო მოუღო მონღოლ-თათართა ბატონობას რუსეთზე. გაიზარდა მოსკოვის საერთაშ. ავტორიტეტი.
მოსკ. სახელმწიფოს გაძლიერება მხედველობიდან არ გამორჩენიათ ქართვ. პოლიტ. მოღვაწეებს. 1483 და 1491 კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა დიდი მთავრის კარზე და საფუძველი ჩაუყარა კახეთის სამეფოსა და რუსეთის პოლიტ. ურთიერთობის ახ. ეტაპს.
ლიტ.: ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთსაქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X–XVI სს.), თბ., 1956; მისივე, ძველი რუსული მასალები (XI–XVI სს.) საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1962.