ივანე ბურსელი, XIII ს. მოღვაწე, კათოლიკოს აბრაჰამ I-თან და თბილისის ყადისთან ერთად მონაწილეობდა აჯანყებულ დავით VIII-სა და მონღოლებს შორის მოლაპარაკებებში. მასთან იყო შეფარებული ჟინვანის ციხიდან გამოპარული ვახტანგ III, სადაც ის დავით VIII-ს ჰყავდა გამოკეტილი. ი. ბ-მ შეძლო ძმების დაზავება.
შემდგომში ი. ბ. ერთ-ერთ მოლაპარაკებაში მონაწილეობისას ყაენის მიერ საქარველოს ასაოხრებლად გამოგზავნილმა ხუტლუბუღამ მოკლა.
წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.3, თბ., 1973.