ივანიცკი თენგიზ ვახტანგის ძე

ივანიცკი თენგიზ ვახტანგის ძე (24. VII. 1924, თბილისი, – 26. VI. 1992, იქვე), გეოქიმიკოსი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1967), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979).

1947 დაამთავრა ს. კიროვის სახ. საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (ახლანდ. სტუ).

1947-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში (1955-იდან ხელმძღვანელობდა გეოქიმიის განყ-ბას). 1955–75 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში. ი-ს შრომები ძირითადად ეხება მადნეულ საბადოთა მინერალოგია-გეოქიმიისა და მაგმური ქანების გეოქიმიის საკითხებს.

ი-მ (ვ. ქოიავასთან ერთად) გამოსცა პირველი ორიგინ. სახელმძღვანელო ქართ. ენაზე გეოქიმიაში (ზოგადი გეოქიმიის მოკლე კურსი, თბ., 1972).

თხზ.: გეოქიმიური კვლევები სა­ქართვე­ლო­ში, მათი შემდგომი პერსპექტივები და ამოცანები, «სა­ქარ­თვე­ლოს გეოლოგიური საზ-ბის მოამბე», 1973, ტ. 8, ნაკვ. 1–2; Геология, минералогия и геохимия свинцово-цинковых и полиметаллических месторождений Грузии, Тб., 1963; Геохимия некоторых рудных и редких элементов в магматических породах Грузии, Тб., 1987.