ივანოვი ბორის ემანუელის ძე (14. X. 1943, თბილისი, – 6. VIII. 2017, მოსკოვი), გენერალ-მაიორი (1993), თბილ. შს სამმართველოს ისნის მილიციის რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე (1983–87), უფროსი (1988), საქართველოს რესპ. თავდაცვის სამინისტროს სამხ. პოლიციის უფროსი (1992–93).
1995–2003 მსახურობდა რფ-ის შს სამინისტროსა და გენ. პროკურატურაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2004-იდან თადარიგში გავიდა.
ლ. დოლიძე