ივანოვკა

ივანოვკა, (ყოფ. ხ უ ნ ძ უ რ ე თ ი), სოფელი თეთრი წყა­როს მუ­ნი­ციპა­ლი­ტე­ტის ირაგის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), ბედენის ქედის სამხრ. კალ­თა­ზე, მდ. თორნისწყლის (ხრამის ­მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1460 მ, თეთრი წყა­როდან 15 კმ. 83 მცხ. (2014).

სოფელში აღმართულია შინმოუსვლელთა ობელისკი.

ი-ის მიდამოებში, ნადარბაზევად წოდებულ ად­გილ­ზე, მდებარეობს ხუროთმოძღვრული კომპლექ­სი ნადარბაზევი, რ-შიც შედის სასახლე (X–XI სს.), გალავანი და სხვა ნაგებობები.