ივარდავა დილარ თომას ძე (28. XII. 1940, სოფ. ზედა ეწერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, - 26. III. 2022, თბილისი), პოეტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1965). ლექსების პირველი კრებ. „ასე იწყება ლერწმის შრიალი" 1965 გამოაქვეყნა. ძირითადი კრებულებია: „რტოები არ იმსხვრევიან" (1968), „ჩუქურთმა ხეზე" (1969), „ლარჭემის ხმები" (1971), „ნათლის სამოსელი" (1973). ლექსთა ციკლებისათვის „ყინული ლღვება", „სადაც ზღვაა და ლურჯი მთებია", „მზეო, მაცოცხლებელო", „გმირული ორატორია", „ჩემი ცხოვრების ხუთი ფურცელი".
1978 მიენიჭა საქართვ. კომკავშირის პრემია. ი-ს ლექსები და „ესეისტური ეტიუდები", რამდენიმე წიგნად გამოვიდა 1998– 2002.
წარმატებულია ი-ს, როგორც მთარგმნელის, მოღვაწეობაც. თარგმნილი აქვს ა. მიცკევიჩის, ე. ვერჰარნის, ა. ბლოკის, ა. ახმატოვას, მ. ცვეტაევას ლექსები. თავად მისი ლექსები თარგმნილია ინგლ., გერმ., პოლონურ, რუს., აზერბ., სომხ. ენებზე.
2005 ლექსთა კრებულისათვის „დედა აჭარა" მიენიჭა მ. აბაშიძის სახ. პრემია, 2000 – ქართული ლირიკის განვითარებისათვის – გ. ტაბიძის სახ. პრემია, ხოლო 2007 – ლექსების კრებულისათვის „წარსულის დიდება" – დავით აღმაშენებლის სახ. პრემია.