ივაშჩენკო მიხეილ მიხეილის ძე (1881, პეტერბურგი, – 22. VIII. 1946, თბილისი), რუსი არქეოლოგი.
1916 მონაწილეობდა თ. უსპენსკის ხელმძღვანელობით ტრაპიზონში ჩატარებულ ისტ.არქეოლ. კვლევა-ძიებაში.
1924– 31 მუშაობდა სოხუმში. იყო აფხ. სამეცნ. საზ-ბის წევრი, შემდეგ – მდივანი, ხელმძღვანელობდა არქეოლ. გათხრებს (ეშერის სამაროვანი, ზღვისპირა დოლმენები, ოჩამჩირის ნამოსახლარი); იკვლევდა კოლხ. კულტ. ძეგლებს.
ი-ს ეკუთვნის დებულება ყობანური კულტურის კოლხურ კულტურაზე დამოკიდებულების შესახებ. დიდი დამსახურება მიუძღვის თრიალეთის (1936–37) და მცხეთის (1938–41) მდიდარი არქეოლ. მემკვიდრეობის შესწავლაში. დაამუშავა აგრეთვე ნუმიზმატიკური, ეთნოგრ. და სამხ.-ისტ. საკითხები.
თხზ.: Гердзеульский клад монет Кесарии Каппадокийской, Л., 1931; Исследование архаических памятников материальной культуры в Абхазии, «Известия Научно-исследовательского института кавказоведения», 1935, в. 3; Миклухо-Маклай и Новая Гвинея, Тб., 1938; Адмирал В. М. Головнин, М.–Л., 1946.
ა. კალანდაძე