იველაშვილი თინათინ ვლადიმერის ასული

იველაშვილი თინათინ ვლადიმერის ასული (დ. 8. VIII. 1948, სოფ. სარო, ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი, ეთნოგრაფი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992).

1974 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1979–92 მუ­შა­ობ­და ივ. ჯა­ვა­ხი­შვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში. 1992-იდან იყო თსუ-ის მესხეთის ფი­ლი­ალის პროფესორი, 1994–2005 – ისტორიის ფაკ-ტის დეკანი, 1995–2005 – ეთნოგრაფიის კა­თედ­რის გამგე. 2008-იდან არის სამცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელმწ. უნ-ტის პროფესორი.

მისი კვლევის სფეროა ეთნოსო­ცი­ა­ლური, ეთნორელიგიური ურთი­ერთობები, რელიგ. კონფესიები, რელიგიური კონფლიქტები და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები. გამოქვეყნე­ბული აქვს მრავა­ლი სამეცნ. ნა­შრო­მი და 10-ზე მეტი მონოგრაფია.

დაჯილდოებულია ღირ­სების ორ­დენით (2000), სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტის მედლით (2015).

თხზ.: საქორწინო წეს-ჩვეულებები სამცხე-ჯავახეთში (XIX ს-ის II ნახ. – XX ს.), თბ., 1987; ქართული ტრადიციული სუფრა და თანამედროვეობა, თბ., 1988; სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, თბ., 2005; ქალის უფლებრივ-ქონებრივი მდგომარეობა სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2009; ეთნი­კური უმცი­რესობები სამცხე-ჯავახეთში, თბ., 2015 (ქართ. და ინგლ. ენებზე); ქართველები, თბ., 2016 (თანაავტ.).