ივერიის მთა

ივერიის მთა, მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფსირცხის დაბალმთიან კირქვულ მასივზე, მდინარეების – მანიკვარისა და ფსირცხის – წყალგამყო­ფი. ზ. დ. 300 მ. აგებულია ძირითადად ცარცულ-პალეოგენური კირქვებით.

მთაზე შემონახულია ციტადელი კოშკებით. ი. მ-ის ჩრდ. კალ­თა­ზე მდებარეობს ახალი ათონის მღვიმე.