ივლიტა, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვილისის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მდ. ფოცხოვისწყლის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 960 მ, ახალციხიდან 3 კმ. 227 მცხ. (2014).
სოფელში, ძველ სასაფლაოზე, დგას ღვთისმშობლის ეკლესია (წმ. ივლიტა).