ივნევი რიურიკ (ნამდვ. სახელი და გვარი – მიხეილ ალექსანდრეს ძე კ ო ვ ა ლ ი ო ვ ი) [11(23). II. 1891, თბილისი, – 19. II. 1981, მოსკოვი], რუსი პოეტი. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო კრებულით „თვითდაწვა" (1913). იყო ეგოფუტურისტების, ხოლო რევ. შემდეგ – იმაჟინისტთა წრის აქტ. წევრი. ავტორია ლექსების კრებულებისა: „ჩემი ქვეყანა" (1943), „რჩეული ლექსები. 1912–1972" (1974).
რამდენიმე წელი დაყო საქართველოში. ი-ის ლიტ. მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ცხოვრებასთან და კულტურასთან. გარდა ლექსებისა, ქართ. თემაზე აქვს დაწერილი რომანები: „სიყვარული უსიყვარულოდ" (1925), „ღია სახლი" (1927) და სხვ. თარგმნიდა ქართვ. კლასიკოსებისა და თავის თანამედროვე პოეტების ნაწარმოებებს, აგრეთვე აზერბ. და ოს მწერალთა თხზულებებს.
თხზ.: რჩეული ლექსები, თბ., 1947; У подножия Мтацминды. Мемуары. Новеллы разных лет. Повесть, М., 1973.
გ. გიგოლოვი