ივრის ზეგანი

ივრის ზეგანი, გ ა რ ე კ ა ­ხ ე ­თ ი ს ზეგან ი, მდებარეობს აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მდინა­რე­ებს – მტკვარსა და ალაზანს შორის. გადაჭიმულია 170 კმ-ზე თბილისის მიდა­მოებიდან ­ალაზნის ქვემო დინებამდე, გარ­დაბნის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყა­როს მუნიციპალიტეტებში. სიგანე 60 კმ, სიმაღლე ზ. დ. 80-იდან 1000 მ-მდე.

აგებულია ძირითადად სუსტად დანაოჭებული კაინოზო­ური ქვიშაქვებით, კონგლომე­რატებით, თიხებითა და კირქვებით. რელიეფი ვაკე-ბორცვიანია – მოიცავს ვაკე-ტაფობებს, ბორცვებს, დაბალ სერებს და მთებს. მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ვაკეებია: შირაქის ვაკე და ტარიბანა. ვაკეები წარმოქმნილია მეოთხეულ პერიოდში ფხვიერი ნაფენების მიერ სინკლინების ამოვსებით. საშ. სიმაღლის მთებია: ნიკორაციხე (1001 მ), დემურდაღი (991 მ), ნატახტარი (966 მ), დიდი უდაბნო (905 მ), გარეჯის უდაბნო (879 მ), ზილჩა (846 მ).

ი. ზ-ზე არის ბედლენდები, ტალახიანი ვულკანები, ხელოვნური გამოქვაბულები.

ჰავა მშრალი სუბტროპიკულია. იანვ. საშ. ტემპ-რა 0-იდან –2°C-მდეა, ივლ. 23–24°C. ნალექები 400–600 მმ წელიწადში.

მთავარი მდინარეა იორი. არის მარილიანი ტბები – ყაჯირი, მუხროვანი, ქოჩები, აზამბურის ტბათა ჯგუფი.

გავრცელე­ბულია შავმიწა, წაბლა, ყავისფერი, მურა და მლაშობბიცობიანი ნიადა­გები; უროიანი, ჭანგიანი, ვაციწვერიანი, ნაირბალახოვანი, ნაირბალახოვან-მარცვლოვანი სტეპის მცენარეულობა, აგრეთვე ჯაგეკლიანი (უმეტესად ძეძვიანი და ღვიიანი) ბუჩქნარი. ზეგნის სამხრ. ნაწილში არიდული ნათელი ტყეებია. ივრის ხეობაში ფრაგმენტებადაა ჭალის ტყეები (ტუგაის ტყეები).

ზეგანზე გვხვდე­ბიან ფაუნის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც არიან ქურციკი, დურაჯი, ხოხობი და სხვ., რ-ებიც სადღეისოდ თითქმის განადგურებულია. მრავლადაა მღრღნელები და ქვეწარმავლები. ი. ზ-ის ბუნებრივი ლანდშაფტი გარდაქმნილია ადამიანის ზეგავლენით, ატარებს უმეტესად სტეპურ, ტყესტეპურ, არიდული ტყისა და ნახევარუდაბ­ნოს ხასი­ათს.

ფაუნისა და ფლორის დასაცავად შექმნილია ვაშლოვნის სა­ხელ­მწიფო ნაკრძალი.

ლ. მარუა­შვილი