ითხვისის არქეოლოგიური ძეგლები

ითხვისის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენიანი ნამოსახლარი და ანტიკური ხანის სამაროვანი სოფელ ითხვისთან, ად­გილ ჩილათაზე. გათხრები ჩატარდა 1962–63 (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი).

ნამოსახლარის უძველესი ფენა ადრინდ. ბრინჯაოს ხანისაა (ძვ. წ. III ­ათასწლ.). მასში აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა. გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანის ფენებში (ძვ. წ. II–I ­ათასწლ.) ნაპოვნია დიდი რაოდენობით შავად გამომწვარი კოლხ. კერამიკა, ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, ბრინჯაოს ნივთების ჩამოსასხმელი ყალიბები, წიდა და ა. შ.

ადრინდ. ანტ. ხანის კულტ. ფენებში ად­გილ. მასალასთან ერთად აღმოჩნდა უცხოური ნივთებიც (­ბერძნ. შავლაქიანი კერამიკა, აღმ. სა­ქართვე­ლოდან შემოტანილი მოხატული ჭურჭელი და სხვ.). გა­ით­ხა­რა 12 სამარხი, რ-თაგან სიმდიდრით გამოირჩევა ძვ. წ. IV ს. ერთ-ერთი სამარხი. ხის სარკოფაგში დაკრძალული იყო წარჩინებული ქალი მოახლითურთ, რ-საც ჩატა­ნებული ჰქონდა მრა­ვა­ლი ნივთი. ძვ. წ. V ს. მდიდრულ სამარხში სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ძვ. წ. V ს. II მეოთხედის ანტიკური შავფიგურებიანი კილიკი და შავლაქიანი ჯამი. ჯამზე და ერთ ადგილ. თი­ხის დოქზე ­ბერძნ. ასოებით ამოკაწრულია მფლობელის სა­ხე­ლი – "მეტოს". ეს წარწერა ­ბერძნ. დამწერლობის გამოყენების უძვ. მაგალითია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩილათის სამოსახლომ ადრინდ. ფეოდ. ხანამდე იარსება.

ლიტ.: გ ა გ ო შ ი ძ ე  ი., ითხვისის სამარხი, «ს. ჯანაშიას სახ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმწ. მუზეუმის მოამბე», 1967, ტ. 25 B.

ი. გაგოშიძე