იისციხე

იისციხე, ნასოფლარი კასპის რეგიონში, სოფ. ხოვლესთან. ვახუშტი ბატონი­შვილი ი-ს იხსენიებს „ისციხის" ფორმით და მიაკუთვნებს ხოვლის ხევს. სოფ. ი. XV ს-ში ჯა­ვა­ხი­შვი­ლების კუთვნილება იყო, ხოლო XVII ს-ში კი – ციციშვილებისა.

ნასოფლარში შემორჩენილია X–XI სს. დარბაზული ეკლესია. ი-ის დას-ით 1 კმ-ზე, ადგილ „მამუკას კლდესთან", მაღალ გორაზე წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიაა, რ-იც შორიდან ციხის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქედან უნდა მომდინარეობდეს სოფლის სახელწოდება „იისციხე".

ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა  ჯ., აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983.

ჯ. გვასალია