იკვლივი

იკვლივი, მთა იალნოს ქედზე. სიმაღლე 1766 მ. აგებულია ნეოგენური ქვიშაქვებით, თიხებით, კონგლომერატებით. ქვე­მო კალთებზე ფართოფოთლოვანი ტყეებია, ზემოთ – მეორეული სუბალპ. მდელოები.

მ. უთმელიძე