იკოთი

იკოთი, სოფელი ახალგორის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბოლის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ქსნის (მტკვრის ­მარცხ. შენაკადი) ­მარცხ. მხარეს. ზ. დ. 890 მ, ახალგორიდან 3 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2002).

ი. წყა­როებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. ანტ. ხანის არქეოლ. ძეგლები. ი. შედიოდა ქსნის ხევსა და ­ქსნის საერისთავოში, ცხოვრობდნენ ­ქსნის ერისთავთა მოურავები – აზნა­უ­რი ფიცხელაურები. შემორჩენილია შუა ფეოდ. ხანის წმ. გიორგის ეკლესია ე. წ. „აშხადურა“, წმ. მარინეს ეკლესია (რ-ზეც მისი განმაახლებლის – გიორგი XII-ის რძლის, ქეთევან წერეთლის 1797 წ. წარწერაა) და ფიცხელაურთა გვიანდ. ფეოდ. ხანის კოშკი.

1804 ი-ში ცხოვრობდა 338 მოსახლე, 1865 ი. ქსნის უბნის სოფელი იყო, სადაც ცხოვრობდა 62 კომლი, ხოლო 1930 წ. – 916 სული მოსახლე.

ი. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ჯ. გვასალია